ექვს წელში გადარჩენილი 85 ათასი ხე - პროექტი „მაკულიტერატურა“ Meliora 2018-ზე დაჯილდოვდა
ექვს წელში გადარჩენილი 85 ათასი ხე - პროექტი „მაკულიტერატურა“ Meliora 2018-ზე დაჯილდოვდა

„პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ პრო­ექ­ტი „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურ­სში - Meliora 2018 და­ჯილ­დოვ­და.

კომ­პა­ნი­ამ გა­ი­მარ­ჯვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, სა­დაც ასე­ვე ნო­მი­ნი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ: „ჰილ­ტონ ბა­თუ­მი“, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“, „ჯი-თი-ეს ელექტრო­ნიკ­სი“ და „პეპ­სი­კო“.

 

რო­გორც კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ PR პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა ლუკა ქუ­თა­თელ­მა გა­ნა­ცხა­და, 10 ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ა­თა სი­ა­ში „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ მოხ­ვედ­რა მის­მა გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წე­ულ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. კერ­ძოდ, კომ­პა­ნი­ამ 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 85 ათა­სი ხე გა­და­არ­ჩი­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ჰოლ­დინ­გი მო­მა­ვალ­შიც აპი­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მას­შტა­ბე­ბის გაზ­რდას და უფრო მეტი ხის გა­დარ­ჩე­ნას.

„ბუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა და ზო­გა­დად, ეკო­ლო­გია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ჩვენს ყოფა-ცხოვ­რე­ბა­ში. დღი­თი­დღე უა­რეს­დე­ბა ჩვე­ნი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი და მე­დია ჰოლ­დინ­გმა ზუს­ტად ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მას შევ­ხე­ბო­დით და ჩვე­ნი მხრი­დან უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე გვეზ­რუ­ნა“, - აღ­ნიშ­ნა ლუკა ქუ­თა­თელ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 41-მა კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო, რო­მელ­თაც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 76 პრო­ექ­ტი ჰქონ­დათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი წამ­ყვა­ნი უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის­გან შემ­დგარ­მა ჟი­უ­რიმ წა­რად­გი­ნა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას 250 სტუ­მა­რი და­ეს­წრო, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურ­სი „მე­ლი­ო­რა 2018“ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, პრო­ექ­ტის „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა" ფარ­გლებ­ში წელს პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სი ყო­ველ­წლი­უ­რად გა­მო­ავ­ლენს და და­ა­ჯილ­დო­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ იმ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სფე­რო­ში სა­მა­გა­ლი­თო ინი­ცი­ა­ტი­ვებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლონ.

მონაწილეების რეიტინგი