”მაკულიტერატურა” უკვე ქუთაისშია - წიგნი ძველი ფურცლების სანაცვლოდ
”მაკულიტერატურა” უკვე ქუთაისშია - წიგნი ძველი ფურცლების სანაცვლოდ



ნუ გა­დაყ­რით ძველ წიგ­ნებ­სა და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს, უსარ­გებ­ლო ფურ­ცლებს, არა­მედ მო­აგ­რო­ვეთ ის, გახ­დით პრო­ექტ "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" მო­ნა­წი­ლე და მი­ი­ღეთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი. ამავდრო­უ­ლად, თქვენ ხე­ებს მოჭ­რის­გან და­ი­ცავთ.


"მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა" ორ­მხრი­ვი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი პრო­ექ­ტია. გარ­და იმი­სა, რომ ის სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კის შევ­სე­ბის სა­უ­კე­თე­სო და მარ­ტი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ის უფრო გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­საც ეხ­მი­ა­ნე­ბა. მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბით ჩვენ ვზრუ­ნავთ გა­რე­მო­ზე და მას­ზე მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს ვამ­ცი­რებთ. ცნო­ბის­თვის, ერთი ტონა მა­კუ­ლა­ტუ­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბა 17 ხეს გა­და­არ­ჩენს, რის შე­დე­გა­დაც 26 კუ­ბუ­რი მეტ­რი წყა­ლი და 2,3 კვ/მ მიწა და­ი­ზო­გე­ბა. რო­გორც "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" აცხა­დე­ბენ, უკვე ხუთი წე­ლია, მწვა­ნე საფ­რის გა­დარ­ჩე­ნა ჰოლ­დინ­გის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მო­ცხად­და და პრო­ექტ "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც სწო­რედ ამ მიზ­ნით და­ი­წყო.

პრო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 2012 წელს და­ი­წყო, დიდი რი­გე­ბი და­ა­ყე­ნა მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩამ­ბა­რე­ბელ პუნ­ქტში თბი­ლის­ში. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი რე­გი­ო­ნებ­შიც მსგავს გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ელო­დე­ბი­ან. პრო­ექ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან წიგ­ნებს თა­ვად პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ირ­ჩე­ვენ იმ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კა­ტა­ლო­გი­დან, რო­მელ­საც მათ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" სთა­ვა­ზობს.
მონაწილეების რეიტინგი