ასოციაცია თანხმობა
ასოციაცია თანხმობა
მისამართი: ქ. თბილისი თამარ მეფის გამზირი 20
ტელეფონი: 995-32-2344982
ელ-ფოსტა admin@idpwa.org.ge
მიმდინარე თვის
რეიტინგი:
0
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" 1994 წლიდან ჯგუფის სახით არსებობდა, 1996 წლის აპრილში კი ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.

ასოციაცია იღწვის დემოკრატიული, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს ადგილნაცვალ ქალებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, აგრეთვე, ხელს უწყობს იგპ და სხვა უმცირესობათა ჯგუფების განათლების, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეს, განსაკუთრებულ ყურადღებას კონფლიქტის  შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების უფლებების დაცვას.

ასოციაციის ძირითადი დონორები არიან გერმანული ორგანიზაცია “პური მსოფლიოში“ და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართევლოში.
ასოციაციას გააჩნია ფილიალები საქართველოს ოთხ რეგიონში თბილისში, სამეგრელოში,იმერეთში, და შიდა ქართლში.
მონაწილეების რეიტინგი