ერთი ოჯახის შვილებმა - შარლოტა, ემილი და ენ ბრონტეებმა გამორჩეული ნაწარმოებებით დაიმკვიდრეს ადგილი მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში. „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ ოთხტომეულშიც სამივე დის რომანებს გთავაზობთ: „ჯეინ ეარს“, „ქარიშხლიან უღელტეხილს“ და - პირველად ქართულ ენაზე - „აგნეს გრეის“.