წიგნი ეძღვნება ”ვეფხისტყაოსნის” პირველი სტამბური გამოცემის 300 წლისთავს. გამოცემას საფუძვლად დაედო შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი 1966 წლის საიუბილეო გამოცემის ტექსტი. წიგნი პირველად გამოიცა ირაკლი ოჩიაურის ილუსტრაციებით. დაიბეჭდა ინდოეთში.