ის მაღაზიაში ფლოსტებით დადის, ხშირად ავიწყდება შვილიშვილის სახელი, მაგრამ ის მაინც ჯეკის საყვარელი ბაბუაა... სამაგიეროდ, ბაბუას კარგად ახსოვს მეორე მსოფლიო ომი... თავისი თვითმფრინავი "სპიტფაირი", თანამებრძოლები და მათი საგმირო საქმეები... ბაბუამ შვილიშვილს ასწავლა, რომ ბოროტებას უნდა შეებრძოლოს, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს... ბიჭიც ებრძვის მათ, ვისაც მოხუცების გამოყენებით გამდიდრება განუზრახავს... ეს სახალისო წიგნი მკითხველს საოცარ თავგადასავალს ჰპირდება.