შენ გამოიგონე - შიზოფრენიით დაავადებული გოგონას, ალექსანდრას, თავგადასავალია. როგორც ყველა თინეიჯერის, წიგნის გმირის ცხოვრებაც სავსეა მოულოდნელობებით, უჩვეულო და საინტერესო ეპიზოდებით, თუმცა მის ამბავს განსაკუთრებულ სიმძაფრეს სძენს თითქმის არარსებული ზღვარი ცხადსა და ჰალუცინაციას შორის და მკითხველიც ამის გამო ბევრჯერ დგება მოულოდნელობის წინაშე.