ეს განსაკუთრებული და იდუმალი სამყაროა. ამ სამყაროში ასობით პაწაწინა ნომი ცხოვრობს - უნივერსალური მაღაზიის კუთხეებსა და ნაპრალებში - ფირფიცრების ქვეშ, და აღარც ახსოვთ, ანდაც არ სჯერათ, რომ მაღაზიის კედლებს მიღმა ვინმე, რამე არსებობს. მაგრამ ერთ დღესაც მაღაზიაში სხვა ნომების ჯგუფი მოდის ახალგაზრდა მასკლინის მეთაურობით. მოსულებს იდუმალი შავი ყუთი - თილისმა, და თავზარდამცემი ახალი ამბავი მოაქვთ: ოცდაერთ დღეში მაღაზია განადგურდება! ახლა ორივე სამყაროს ნომებმა ერთად უნდა მოიფიქრონ, როგორ გადარჩნენ...