რიუნოსკე აკუტაგავა ერთნაირი სიმძაფრით აღწერდა XII, XVI, XIX საუკუნეების თუ თავისი ეპოქის დაცემასა და აღზევებას, ტკივილსა და სიხარულს. მწერალმა გამოიყენა XI საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრი "კონკიაძუმონოგატარი". ეს არის უჩვეულო მოვლენათა წინა პლანზე გადმოტანა, რომლის ფონზეც იშლება ნაწარმოების მთავარი თემა.