"ხაფანგი" თავდაპირველად ჟურნალში დაიბეჭდა და პუბლიკის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. როგორც თავად მწერალი ამბობდა, მას უმაგალითო უხეშობით ეძგერნენ. ნაწარმოების ენით (რომელსაც ემილ ზოლა ყალიბში ჩამოსხმულ ხალხურ ენას უწოდებდა და ეს ასეც იყო) აღფოთებულნი, რაღას არ აბრალებდნენ მწერალს.