ბეჭდების მბრძანებლისა" და "ჰობიტის" ეპიკური, ლეგენდარული წინამორბედი. ...ადრეულ დღეებში შუახმელეთში პირველი ბნელი მეუფე მორგოთი სახლობდა. მას უზენაესი ელფები ეომებოდნენ, რათა წართმეული სამი ძვირფასი ქვა - სილმარილები დაებრუნებინათ. "სილმარილიონი" მოგვითხრობს ფეანორისა და მისი თანამოძმეების ღმერთთა წინააღმდეგ აჯანყებაზე, ელფთა და ადამიანთა ომზე, რომელიც მათი სიმამაცის მიუხედავად, მარცხისთვის იყო განწირული. ეს არის მატიანე შუახმელეთისა და უძველესი ამბებისა!