ოცი წლის წინათ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის მახლობლად პარკში, სტუდენტი გოგონა, სიუზენ დემფსი მოკლეს. იმ საბედისწერო საღამოს გოგონა იმ რეჟისორთან აპირებდა შეხვედრას, რომელმაც თავის მომავალ ფილმში როლი შესთავაზა, მაგრამ ამის ნაცვლად, მკვლელს შეხვდა. სიუზენმა გაქცევა სცადა, მაგრამ მდევარმა აჯობა..როდესაც მეორე დღეს მოკლული გოგონა იპოვეს, მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა. ჟურნალისტებმა ამ საქმეს "კონკიას მკვლელობა" შეარქვეს.ვინ მოკლა კონკია? რისთვის? რატომ აღმოჩნდა მისი მანქანა დანაშაულის ადგილიდან შორს?