ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. 17 წლის არნი ქრისტინის დანახვისთანავე მიხვდა, რომ მის დასაუფლებლად ყველაფერ იზამდა. ქრისტინი ქალი არ არის, მაგრამ არნი თავდავიწყებით უყვარს. არნის მხოლოდ ქრისტენი ახსოვს - დაავიწყდა დედა-მამა, განყრელი მეგობარი, საყვარელი გოგონა, რომლის გულის მონადირება მისთვის სასწაულს უდრიდა. ქრისტინი ძველი "პლიმუთია", რომელიშიც მოხუცის ბოროტი სულია ჩასახლებული და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი სძულს, გარდა თავისი პატრონისა. მაინც, როგორ უნდა მოკლა რაღაც, რაც ცოცხალი არ არის?