ხვალ ოთხი მეგობარი იმ ადგილისკენ გაემგზავრება, რომელსაც "კედელში გაკეთებული ხვრელი" ჰქვია. წინ ნანატრი რვა დღე ელოდებათ. უღრანი ტყე, ბავშვობისდროინდელი საყვარელი ქოხი და დიდი ნადირობა. ნოემბრის ყოველწლიური რვადღიანი შეხვედრები მალე აღარ შედგება, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არავინ იცის. ნამდვილი წყვდიადის დაგმომადე კიდევ დროა, თუმცა ის ახლოვდება. წყვდიადი ახლოვდება.