სკანდალური სატელევიზიო შოუ - "ეჭვქვეშ" დიდი ხნის წინანდელ გაუხსნელ დანაშაულებს ეძღვნება. პროგრამის ავტორი, ჟურნალისტი ლორი მორენი, მორიგი გადაცემისთვის შეარჩევს ტრაგედიას, რომელმაც თავის დროზე მთელი ქვეყანა შეძრა: ხუთი წლის წინათ ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დიდებული ქორწილი უნდა გამართულიყო, მაგრამ პატარძალი გაქრა. თუ გაიქცა და სადღაც ცხოვრობს თავისთვის ბედნიერად? ან იქნებ მოკლეს?!