დრო ბევრ რამეს შლის... გადის წლები და იმ რეალური ცხოვრების ნაცვლად, რომელიც ადამიანებმა გაიარეს, ხშირად შეთხზული მითების ამარა ვრჩებით. ბიოგრაფები წერენ ბიოგრაფიებს, მკვლევრები ამუშავებენ არქივებს და, ყველაფერის მიუხედავად, ამოუცნობი რჩება, რას ფიქრობდა თავად გამოჩენილი ადამიანი თავისი წარსულის შესახებ, რა მიაჩნდა უფრო მნიშვნელოვნად, რა _ არა. ვინ იყო მისთვის ყველაზე ანგარიშგასაწევი ადამიანი, ვინ _ ნაკლები გავლენის მქონე. სწორედ იმიტომ, რომ პირველი პირისაგან გაგვეგო მისი წარსულის მთავარი შტრიხები, შეიქმნა ეს წიგნი...