ჩეხი მწერალი იან კარაფიატი ციცინათელების ამბებს დიდი და პატარა ბავშვებისთვის წერს. ამბებს და არა ზღაპრებს. იმიტომ, რომ ზღაპრები მოგონილი ამბებია და ამბები - ნამდვილი. ჰოდა, ნამდვილიც იმიტომ არის, რომ მართლა ხდება. იქ, სადაც ღამეში ადამიანებს გზას უნათებენ პაწაწინა მწერები, აცილებენ და მერე თავიანთ სახლებში ბრუნდებიან , ღმერთს მადლობას სწირავენ კიდევ ერთი ბედნიერი ღამისთვის და იძინებენ... შემდეგ ღამემდე, შემდეგ მგზავრობამდე... მომავალ ღამის თავგადასავლებამდე...