imgimgimg
წიგნის გვერდი
ოქროს რვეული - წიგნი 38 ტომი 1 (50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითო სანამ ცოცხალი ხარ)
აღწერა :
ინგლისელი მწერალი ქალის დორის ლესინგის (1919-2013) „ოქროს რვეული“, რომელიც 1962 წელს გამოქვეყნდა, ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული. „სულაც არ მიფიქრია ფემინისტებისთვის ბიბლიის დაწერა. მე მხოლოდ ჩემი გამოცდილება და ის აღვწერე, თუ როგორ ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ ქალები, როგორ ეძებდნენ თავიანთ ადგილს საზოგადოებაში, პოლიტიკასა და სექსში. დღემდე მაკვირვებს, რომ ამ რომანს მკითხველი რევოლუციის მოხდენის მცდელობად აღიქვმს.“ – განაცხადა ლესინგმა 2004 წელს ჟურნალ „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. თავისუფალი ქალი (ასე უწოდებს მას მწერალი) ანა ვულფი თითქოს ნაწილებად არის დაგლეჯილი: თავად ანა, მისი წიგნი, მისი შვილი, საყვარელი, მეგობარი მოლი, მოლის ვაჟი ტომი, პარტია და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. როგორმე რომ მოაგროვოს თავისივე გაბნეული ნაწილები, ანა ჩანაწერების გაკეთებას იწყებს რვეულებში: შავში, წითელში, ყვითელში და ლურჯში. ყველაფრის შემაჯამებელი კი ოქროს რვეული ხდება.
ავტორი :
დორის ლესინგი
კატეგორია :
მხატვრული,
ფასი :
60 ნერგი
წიგნები
ქულები
ვიდეოები
მაკულიტერატურა გადარჩენილი ხეები გადარჩენილი წიგნები
მე-4 საჯარო სკოლა პროექტ მაკულიტერატურაში” ჩაერთო და საჩუქრად წიგნები მიიღო
მაკულიტერატურა