მადისაღმძვრელი სტეიკები, ჰამბურგერები, მწვადი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ზღვის პროდუქტი, ბოსტნეული და ხილი. ამ კრებულში 100-ზე მეტი კერძის საუცხოო რეცეპტს ნახავთ, რომელიც გემრიელი კერძების მოსამზადებლად გამოგადგებათ როგორც სახლში, ისე ბუნების წიაღში. კრებულში თავმოყრილია ზოგიერთი კლასიკური კერძის, მაგალითად, ჰოთ-დოგის, ჩიზბურგერის, ტკბილი, შებოლილი ნეკნებისა და სხვ. მომზადების წესი. აქვე ბევრ ისეთ ახალ და საინტერესო კერძის რეცეპტს ამოიკითხავთ, როგორიცაა: ინდაურის ცხარე ბურგერი, ქათმის მხრები იაპონურად, შემწვარი კრევეტი ტაილანდურად და სხვა.