ორმაკ მაკარტი ყოველგვარი წინა პირობისა თუ წინასწარშემზადების გარეშე, პოსტაპოკალიფსურ სამაყროში მიგვიძღვება და მერე შეუბრალებლად შუა გზაზე გვტოვებს. კორმაკ მაკარტი - სამყაროს აღსასრულის მემატიანე. შემზარავი რეალობა: უიმედობისა და გამოუვალობის განცდა, კატასტროფის მოლოდინი, მუდმივი შიში და სიცივე. სიჩუმე. გვამები და კიდევ გვამები. მძაფრი განცდა - განცდით დაცლილ სამყაროში. ადევნებული
სიკვდილის სიახლოვე. გამოსავალი - შიშით მაგრად დახუჭული თვალები.
ეს გზაა, მაგრამ არა უკან დასახევი!
ამიტომ იძულებული ვართ, ამ გზაზე დამდგარ მამა-შვილს კვალში ჩავუდგეთ, ავედევნოთ. ჩვენ აუცილებლად გავყვებით მაკარტის გზის ბოლომდე, რადგან მთავარი იქ გველოდება: სასოწარკვეთისა და უიმედობისგან თავის დაღწევის შანსი. ან აღსასრული. როგორია სამყაროს აღსასრული?