„კავკასიის ტყვე“ რუსი კლასიკოსის, ლევ ტოლსტოის მოთხრობაა „კავკასიური მოთხრობების“ ციკლიდან. ივან ჟილინი ოფიცრად მსახურობს. ერთხელაც შინ დაბრუნებას გადაწყვეტს, მაგრამ... ის კავკასიის ტყვე ხდება... მაშინ ომი იყო კავკასიაში... მაშინ ტყვეობა სიკვდილს ან დიდძალი გამოსასყიდის ფასად ნაყიდ სიცოცხლესა და თავისუფლებას ნიშნავდა!.. თუმცა, ჟილინი სხვა გზას ირჩევს... გადაიკითხეთ ეს საინტერესო მოთხრობა და გაიგეთ, როგორია მოთხრობის გმირის არჩევანი.