როცა ჰელ შელბერნმა ის დაინახა, როცა მისმა შვილმა სხვენის კუთხეში მიდგმული, დაობებული მუყაოს ყუთიდან ის ამოიღო, ისე დაფრთხა, კინაღამ აყვირდა. ის კი, არც მეტი, არც ნაკლები, წინწილებიანი სათამაშო მაიმუნი იყო, დამცინავი ღიმილითა და მუქი ქარვისფერი თვალებით... დაბრუნებული კოშმარული წარსული, საფრთხის, განსაცდელის, სიკვდილის მოლოდინი, მისტიკური რეალობა, რომლის ამოხსნის შესაძლებლობა ადამიანის ძალებს აღემატება, თუმცა... როდესაც ამბავს თვით სტივენ კინგი − თრილერის ჟანრის დიდოსტარი ყვება, ყველაზე მოულოდნელი ფინალისთვის მზად უნდა იყოთ.