ზღვისპირა იტალიური ქალაქის უმდიდრესი ადამიანი და არაფორმალური მმართველი საკმაოდ პიკანტურ ვითარებაში იღუპება. ყველა დაინტერესებულია ამ საქმით რომის პაპიდან დაწყებული პროვინციელი მოსამართლით დასრულებული, მაგრამ არავის სურს საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა, ერთი რიგითი კომისრის გარდა. მოკლედ, ეს არის ნამდვილი, სიცილიის სამხრეთ სანაპიროს ვნებებით გაჟღენთილი, იტალიური დეტექტივი.