imgimgimg
1#გაცვალემაკულატურაწიგნებში - კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო!1
1#გაცვალემაკულატურაწიგნებში - კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო!1
კომპანიებს გარემოს დაცვისა და მაკულატურის გადამუშავების მარტივი შესაძლებლობა გაუჩნდათ
უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიო წელიწადში დაახლოებით 300 მილიონ ტონა ქაღალდს მოიხმარს. ბოლო 40 წლის მანძილზე გლობალურად ქაღალდზე მოთხოვნა 400%-ით გაიზარდა. ქაღალდის მოხმარების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი ხეების ჩეხის სტატისტიკური მაჩვენებელიც კატასტროფულად იზრდება. ტყის საფარის დაცვაზე ზრუნვა ცალკეული ინდივიდებისა თუ დიდი კომპანიების ვალია.

მაკულატურის სათანადოდ გამოყენება და გარემოზე ზრუნვა კომპანიების სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დიდ პროცესში მარტივად მონაწილეობას კომპანიებს „პალიტრა L“ სთავაზობს. გამომცემლობამ პროექტ „მაკულიტერატურის“ ფარგლებში დაიწყო ახალი კამპანია, რომელიც კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობის ამაღლებას ეძღვნება.

"მაკულიტერატურა" განსაკუთრებით საინტერესოა კომპანიებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ ქაღალდს იყენებენ. მათ უსარგებლო მაკულატურის ჩაბარებით ბიბლიოთეკის გამდიდრების შესაძლებლობაც ვთავაზობთ. ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ ისინი შესაბამისი რაოდენობის წიგნებს მიიღებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალურად ამ პროექტისთვის გამოყოფილი წიგნების ნუსხაში წარმოდგენილია ბიზნესლიტერატურის არაერთი საინტერესო და თანამედროვე გამოცემა. გაუფრთხილდით გარემოს, გამოიყენეთ რესურსი, რომელიც გაგაჩნიათ და გაამდიდრეთ თქვენი ბიბლიოთეკა,“ - განმარტავს „პალიტრა L-ის“ მარკეტინგის მენეჯერი თაკო ახვლედიანი.

კამპანიის ფარგლებში, კომპანიებს შეუძლიათ ძველი ქაღალდების, წიგნებისა და სხვა მაკულატურის გაცვლით მიიღონ საჩუქრად პალიტრა L-ის წიგნები. თითოეულ კილოგრამ მაკულატურას შეუძლია გადაარჩინოს ხე და დაიცვას გარემო.
თვის განმავლობაში მაკულატურის ჩაბარებით ლიდერი კომპაანია მიიღებს „თვის კომპანიის“ სახელს, ხოლო კამპანიის დასრულების შემდეგ კი შეიკრიბება თითოეული კომპანიის ჩაბარებული მაკულატურის რაოდენობა თვეების მიხედვით და გამარჯვებული სამი კომპანიის სახელზე დაირგვება ხეები.ბჯნბლბ
09 აგვისტო, 2018 წ.
წიგნები
ქულები
ვიდეოები
მაკულიტერატურა
მაკულიტერატურა გადარჩენილი ხეები გადარჩენილი წიგნები
მე-4 საჯარო სკოლა პროექტ მაკულიტერატურაში” ჩაერთო და საჩუქრად წიგნები მიიღო