„მაკულიტერატურა“ დიდ ლიტერატურულ ტურნეს უერთდება.
ტურნე 8 ივლისს თელავში დაიწყება და 19 აგვისტოს ბათუმში დასრულდება. სწორედ ამ მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში „მაკულიტერატურის" მანქანა საქართველოს 8 ქალაქს ეწვევა და მოსახლეობისგან მაკულატურას გაორმაგებულ ფასად ჩაიბარებს.
ღონისძიების კალენდარი ასე გამოიყრება:
* 8-9 ივლისი - თელავი
* 10 ივლისი - ყვარელი
* 19 ივლისი - ხაშური
* 26-27 ივლისი - ქუთაისი
* 5 აგვისტო - ფოთი
* 6-7 აგვისტო - ზუგდიდი
* 14-15-16 აგვისტო - ბათუმი
* 17 აგვისტო - ოზურგეთი
მითითებულ დღეებში „მაკულიტერატურის“ მანქანა განთავსდება წინასწარ დაანონსებულ ლოკაციებზე და მსურველებისგან მაკულატურას ჩაიბარებს. 2 კგ. მაკულატურის სანაცვლოდ 1 ლარს მიიღებთ. მინიმალური ჩასაბარებელი წონა კი 4 კგ.-ია. მაკულატურის სანაცვლოდ ახალ წიგნებს ადგილზევე მიიღებთ, რომელსაც წარმოდგენილ კატალოგში შეარჩევთ.
შეგახსენებთ, რომ „მაკულიტერატურა“ გახდა მნიშვნელოვანი რგოლი მაკულატურის ჩაბარების, გარემოს დაცვისა და კითხვის პოპულარიზაციის საკითხში. გარდა ამისა, წიგნების ანალიზისა და დათვალიერების შედეგად, ეროვნულ ბიბლიოთეკას „მაკულიტერატურამ“ უამრავი უნიკალური წიგნი დაუბრუნა.